გიორგი ვოლსკი: შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის ის მახასიათებელი, რომელიც სამწუხაროდ ბრიუსელმა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დიდი ოდენობით შეიძინა

გიორგი ვოლსკი: შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის ის მახასიათებელი, რომელიც სამწუხაროდ ბრიუსელმა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დიდი ოდენობით შეიძინა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკი გუშინდელი განცხადება „ქრონიკასთან“ შეაფასა.

„როცა შენს საქმეში ერევიან, მათ შორის ჰერჩნსკი, როცა გამოწვევებია გარედან და შიდა ამოწვევებია, ადამიანები ქუჩაში არიან, მათი წამხალისებელი უშველებელი ფინანსური რესურსები მობილიზებული არსებობს, რასაკვირველია რთულია, დაუპირისპირდე ამას ყველაფერს, მაგრამ თუ დღევანდელ ვითარებას გავაანალიზებთ, შესაძლებელი ყოფილა. შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის ის მახასიათებელი, რომელიც სამწუხაროდ ბრიუსელმა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დიდი ოდენობით შეიძინა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ გააკეთებდა. არქივი, კი ინახავს დიპლომატის არაერთ პოლიტიკურ განცხადებებს თუ მოწოდებებს.