ხელჩართული ჩხუბი ტორპედო-დინამოს მატჩზე - ფანები ფეხბურთელებს დაერივნენ(VIDEO)

ხელჩართული ჩხუბი ტორპედო-დინამოს მატჩზე - ფანები ფეხბურთელებს დაერივნენ(VIDEO)

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის ჩაიშალა. მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც "დინამო" სტუმრად ქუთაისის "ტორპედოს" 0:2 ამარცხებდა, ინციდენტი მოხდა.

მატჩის მე-60 წუთისთვის ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი სტადიონზე შეცვივდნენ და დინამოს ფეხბურთელებს დაერივნენ. მათ შორის მოჰყვა "დინამოს" ესპანელი ლეგიონერი ჩისკო. 

ქუთაისელი ფანები შემდეგ სტადიონის იმ ადგილისკენ დაიძრნენ, სადაც "დინამოს" ფან-კლუბი იჯდა და მათ მისამართით ქვები ისროლეს, "დინამოს" გულშემატკივრებმა საპასუხოდ სკამების სროლა დაიწყეს.