თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს არის გარდაუვალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა ხედავს, როგორია მმართველი პარტიის რეიტინგი და როგორია ოპოზიციური პარტიების რეიტინგები.
„რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ბუნებრივია, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი. ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს არის გარდაუვალი. ყველა ხედავთ, როგორია მმართველი პარტიის რეიტინგი, როგორია ოპოზიციური პარტიების რეიტინგები, შესაბამისად, ვერაფერი დაუდგება წინ ამ შედეგის მიღწევას. ჩვენი მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.