პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, „თბილისი არენაზე" საქართველოსა და საბერძნეთის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.

თამაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 29:26 დასრულდა.

მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს და მწვრთნელს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მატჩს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.

ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა.