გიორგი კახიანი: გიორგი გახარია ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ფარისევლად

გიორგი კახიანი: გიორგი გახარია ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ფარისევლად

გიორგი გახარია ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ფარისევლად, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

„როდესაც იგი [გიორგი გახარია] ასეთი კოლაჟით ცდილობს ხელისუფლების მიმართ სიძულვილის დათესვას მას ავიწყდება ერთი რამ, ამ აქციების დროს ვნახეთ, რომ პოლიცია იმდენად პროფესიონალურად, სიფრთხილით მოქმედებდა, საბედნიეროდ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც აქციის მონაწილეს მიეღო ისეთი დაზიანება, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების ვიდეო კოლაჟი გამოაქვეყნა. გახარიას ვიდეოკლიპში არ მოხვდა 2019 წლის ივნისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები, როდესაც ადამიანები მძიმედ დაშავდნენ. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.