შსს-მ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის თანამშრომელი ამხილა

შსს-მ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის თანამშრომელი ამხილა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქალაქ ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ტუღუში ამხილეს, ხოლო ქურდობის ფაქტზე ამხილეს და დაკავეს მოქალაქე გელა დ.

გამოძებამ დაადგინა, რომ ნუგზარ ტუღუშმა 2012 წლის აგვისტოში შეადგინა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რა დროსაც არაჯეროვნად შეასრულა მასზედ დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობა, კერძოდ, ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი არ განახორციელა, რითიც გელა დ-ს საშუალება მისცა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ გარე განათების დემონტაჟირებულ ბოძებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს 36 203,58 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3-ე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).