პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ელის ვაიდელი გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის მიერ მისი პარტიის ექსტრემისტულ ჯგუფად გამოცხადებას დემოკრატიაზე დარტყმას უწოდებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენადაც გერმანიის მთავრობას ვადის ამოწურვამდე 4 დღე აქვს დარჩენილი და დაზვერვის უწყება ხელმძღვანელის გარეშეა, ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივი ძალა არ აქვს.
ცნობისთვის, გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა დღეს მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარა. მიმდინარე წლის 23 თებერვალს გერმანიაში გამართულ რიგგარეშე არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილი დაიკავა და ხმათა 20,8% მიიღო.