ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა აშშ-ის „მშვიდობის ინსტიტუტის“ ოფისში სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინა. ინფორმაცია დეპარტამენტის წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე გაავრცელეს.
მასკის გუნდმა გამოავლინა, რომ „მშვიდობის ინსტიტუტს“, რომელიც კონგრესისგან ყოველწლიურად 55 მილიონ დოლარს იღებს, „თალიბანის“ ყოფილი წევრისთვის 130 ათასი დოლარი აქვს გადახდილი, ბიუჯეტის თანხებით შეძენილი აქვს ასევე ძვირფასი კერძო თვითმფრინავი.
მასკმა აღნიშნა, რომ „მშვიდობის ინსტიტუტმა“ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მოკვლევის წინ, მტკიცებულებები, მათ შორის კომპიუტერის მეხსიერების ბარათები და დოკუმენტები გაანადგურა.
„ზოგიერთ სააგენტოსთან სერიოზული ბრძოლა მოგვიწია, მაგალითად, „მშვიდობის ინსტიტუტთან“. ორგანიზაციას „მშვიდობის ინსტიტუტი“ ჰქვია და თავის სახელწოდებას სრულად ეწინააღმდეგება. ისინი ცდილობენ დამალონ მტკიცებულებები. უკანონო ქმედებების დამალვას ცდილობენ. დიდი რაოდენობის ფინანსური ინფორმაცია წაშალეს, რაც კანონს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა მასკმა.