მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის ანგარიშზე: ეს არის ცივი შხაპი ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც დღენიადაგ ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ საქართველო წარუმატებელია

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის ანგარიშზე: ეს არის ცივი შხაპი ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც დღენიადაგ ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ საქართველო წარუმატებელია

ფაქტებით, მტკიცებულებებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ რეალურად დღეს საქართველოს აქვს არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ეს ეკონომიკური ზრდა რეალურად დგას თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის სამსახურში, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის მოხსენებას, რომლის თანახმად საქართველოში 2024 წლიდან საერთაშორისო სიღარიბის დონის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.

„ვიღაცისთვის საბედნიეროდ, იმავდროულად, ვიღაცისთვის სამწუხაროდ, ეს არის ცივი შხაპი ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტებისთვის, ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც დღენიადაგ ცდილობენ, დაამკვიდრონ აზრი, რომ საქართველო წარუმატებელია პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. საქართველო აღმავლობის გზას ადგას. ეს გამოიხატება არა მხოლოდ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, არამედ ამ ეკონომიკური მაჩვენებლების სამართლიანად გადანაწილების ნაწილშიც“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში სიღარიბის საერთაშორისო დონის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მინიმუმებამდე შემცირდა და 2027 წლის ჩათვლით საკუთარ სარეკორდო გაუმჯობესებას გააგრძელებს.