საფრანგეთის ელჩი თავის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ აფასებს. ეს დემოკრატიასთან შესაბამისად მიაჩნია. ხოლო საქართველოში, სამართალდამცავის დაწვის მცდელობაზე რეაგირება ყოფილა თურმე დემოკრატიულ სტანდარტს გადაცდენილი, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, პარიზში, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნულ საკითხზე საფრანგეთის საელჩოს დუმილს.
მისი თქმით, სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი.
„შსს-ს წარსულში გამოქვეყნებული ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში აქციების დაშლის სხვადასხვა მაგალითები და ჩვენ ვხედავდით, როგორი ძალა იყო ხოლმე გამოყენებული მომიტინგეების მიმართ. მათ შორის სხვადასხვა ისეთი საშუალებების, რომელიც საქართველოში უბრალოდ არ გამოიყენება. ასეთი ქვეყნების წარმომადგენლები და მათ შორის დიპლომატები, სამწუხარო, რომლებიც პირდაპირ გაცდენილები არიან ყველანაირ დიპლომატიურ ეთიკას, მაგალითად, საფრანგეთის ელჩი თავის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ აფასებს. პირიქით, ეს დემოკრატიასთან შესაბამისად მიაჩნია. ხოლო საქართველოში გაცილებით უფრო ნაკლები ინტენსივობის ღონისძიებები, რომელიც შსს-ს მხრიდან არის ხოლმე განხორციელებული და რომელთა მიმართაც, ჩვენი სამართალდამცავების მიმართ, რომელთაც პირდაპირ ცდილობენ ესროლონ ესროლონ სხვადასხვა ნივთი, დაწვან ცოცხლად, ამაზე რეაგირება ყოფილა თურმე ყველანაირ დემოკრატიულ სტანდარტს გადაცდენილი. ეს ორმაგი სტანდარტიც კი აღარ არის. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არავითარი სტანდარტი აღარ არსებობს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.