არჩილ გორდულაძე - ოპოზიცია ცდილობს, ახალგაზრდები დააჯეროს, რომ კოალიციური მთავრობა მმართველობის ყველაზე კარგი ფორმაა, ცდილობენ, საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ წევრები შეასაღონ

არჩილ გორდულაძე - ოპოზიცია ცდილობს, ახალგაზრდები დააჯეროს, რომ კოალიციური მთავრობა მმართველობის ყველაზე კარგი ფორმაა, ცდილობენ, საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ წევრები შეასაღონ

ოპოზიცია ცდილობს, ახალგაზრდები დააჯეროს, რომ კოალიციური მთავრობა მმართველობის ყველაზე კარგი ფორმაა, მათი მიზანია, „ნაცმოძრაობის“ წევრები საზოგადოებას შეასაღონ, როგორც კოალიციური მმართველობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ტყუილს ადრეც იყენებდა და მათი ტყუილი ბევრმა დაიჯერა.

„ოპოზიციის შანსები აბსოლუტური ნულია. ეს ადამიანები ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, მაგრამ ეს, თითქოს შემზადებას ჰგავს, რომ მათ თვითმმართველობის არჩევნებში უნდათ მონაწილეობის მიღება და შემდეგ იმის გამართლება, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. მათ რას გაუგებ, თავად ვერ გაუგიათ, რას ამბობენ და რას აკეთებენ. არავინ არაფერს ეკითხება, დავალება უნდა მიიღონ და შესრულება სცადონ. რაც არ უნდა თქვან, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელოვნად დამარცხდებიან. ოპოზიცია ცდილობს, კოალიციურ მთავრობაზე ისაუბროს, თუმცა ამას ახალგაზრდების მოტყუებით აკეთებენ. ცდილობენ, ახალგაზრდები დააჯერონ, რომ კოალიციური მთავრობა არის მმართველობის ყველაზე კარგი ფორმა. მათი მიზანია, „ნაცმოძრაობის“ წევრები საზოგადოებას შეასაღონ, როგორც კოალიციური მმართველობა. ამ ტყუილს მანამდეც იყენებდნენ. სამწუხაროდ, მათი ტყუილი ბევრმა დაიჯერა, რომ ამ ოთხ პარტიას შორის შესაძლებელია კოალიციური მთავრობა არსებობდეს, რომლებიც რეალურად „ნაცები“ არიან. ეს გამორიცხულია. მათი თავყრილობა ერთ საფუძველზეა დაფუძნებული – დავალებების მიმცემების იდეების შესრულებაზე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.