დავით ჩიხელიძე „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე“ : იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა უკვე გარდაცვლილი ახალგაზრდების მიმართ ე.წ. საკონტროლო გასროლაც განახორციელეს. დაუშვებელია სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკურ ველზე არსებობა

დავით ჩიხელიძე „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე“ : იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა უკვე გარდაცვლილი ახალგაზრდების მიმართ ე.წ. საკონტროლო გასროლაც განახორციელეს. დაუშვებელია სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკურ ველზე არსებობა

საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის კიდევ ერთი, სისხლიანი სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრეს, საქმე შეეხება „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ ჩატარებას, რომლის დროსაც რამდენიმე უდანაშაულო ახალგაზრდა დახვრიტეს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სისხლიანი ოპერაციის შემდეგ, გაყალბდა ფაქტები და დაიდგა საჩვენებელი კადრები, თითქოს, ახალგაზრდები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ. ექსპერტის თქმით, დაუშვებელია „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკურ ველზე არსებობა.

„საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის კიდევ ერთი, სისხლიანი სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრეს, საქმე შეეხება „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ ჩატარებას, რომლის დროსაც რამდენიმე უდანაშაულო ახალგაზრდა დახვრიტეს. შესაძლოა ვინმეს სიტყვა დახვრეტა გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს იყო დახვრეტა და არა შემთხვევით, ბრმა ტყვიით მკვლელობა, უფრო მეტიც იმ დროინდელმა მაღალჩინოსნებმა უკვე გარდაცვლილ ახალგაზრდების მიმართ ე.წ. საკონტროლო გასროლაც განახორციელეს! მათ შორის იყო დათა ახალაია, დგებუაძე და ა.შ რაც შეეხება სისხლიანი ოპერაციის შემდგომ პერიოდს, მოხდა ფაქტების გაყალბება, დონაძის მეთაურობით დაიდგა საჩვენებელი კადრები, თითქოს ახალგაზრდები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, რაც მათი ლიკვიდაციის საფუძველი გახდა. ნავთლუღის სპეცოპერაცია, რეჟიმის აკრძალვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა! დაუშვებელია სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკურ ველზე არსებობა, მათ ამის არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვთ!“ - წერს დავით ჩიხელიძე.