თეა წულუკიანი - ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა, არამედ დანაშაული აჭარისა და ღირსების წინააღმდეგ

თეა წულუკიანი - ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა, არამედ დანაშაული აჭარისა და ღირსების წინააღმდეგ

მინდა, მშობლებს სრული რწმენა ჰქონდეთ, რომ თქვენი შვილების სიმართლე სათანადოდ აისახება ჩვენს დასკვნაში, საფუძვლად დაედება „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა მისი წევრი პოლიტიკოსების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის სარჩელს, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა დაემატება სამი ინსტანციის განაჩენს, რომლებზეც მოკლულების სიმართლეა დადასტურებული.

„საგამოძიებო კომისიის დასკვნა დაემატება იმ სამართლებრივ პროცედურებს, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თქვენთან ერთად შეძლო, დამდგარია სამი ინსტანციის განაჩენი, თქვენი შვილების სიმართლეა დადასტურებული. გარდაცვილებს ეს ვერ გააცოცხლებს, ვერ აანაზღაურებს იმ ტკივილს და ზიანს, რაც მოგადგათ, მაგრამ გარდაცვლილ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს იარლიყი, რომელიც დამნაშავეებმა მიაკრეს. ეს არის მნიშვნელოვანი ოჯახის, გვარის, აჭარის და ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ღირსებისთვის. ეს უკვე გაკეთებულია, მაგრამ დასკვნა კიდევ ერთხელ იტყვის თავის სათქმელს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის, ბატონ მიხეილს ვუთხარი და თქვენც მინდა, გითხრათ დიდი მადლობა, იმ დიდი საქმისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის აჭარიდან გიკეთებიათ, თქვენს წინაპრებს, ოჯახს, გვარს. ძლიერი აჭარის გარეშე არ არსებობს საქართველო, მით უმეტეს, ძლიერი საქართველო. აჭარას თავს ბევრი რამ გადახდა, აჭარა და აჭარლები იდექით იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდებოდა, ღირსებით იდექით საუკუნეების მანძილზე, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა.

„ნავთლურის სპეცოპერაციის საქმე არის სრულიად აჭარის წინააღმდეგ ჩადენილი, ღირსების წინაშე ჩადენილი დანაშაული. ჩვენ ვცდილობთ, აჭარას, მათ შორის, მთიან აჭარას, მოვუფრთხილდეთ, ყველაფერი, ალბათ ვერც ამ ხელისუფლებამ შეძლო, მაგრამ ვცდილობთ, აჭარის და აჭარლების ღირსება არ შევლახოთ. ჩვენთვის ეს არის სათუთი რეგიონი და ძალიან მიხარია, რომ დღეს აჭარა ვითარდება. მრავალი სირთულეები კვლავ არის, მაგრამ თქვენც და ბატონმა მიხეილმაც აღნიშნეთ, სააკაშვილის რეჟიმის დროს უსაფრთხოდ რომ გეგრძნოთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს თავი, ერთადერთი თავშესაფარი, სააკაშვილის უმსგავსობის გამო, თურქეთში იპოვეთ. არასდროს არ დაგჭირვებოდეთ, საქართველოდან სხვა ქვეყნისკენ გექციოთ პირი, რომ უსაფრთხოება სხვაგან ეძიოთ. საქართველო და აჭარა ყოფილიყოს თქვენთვის ის აკვანი, რომელიც არის თქვენი სამშობლო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.