დიდი ხანია, საზღვარგარეთ დაწერილია ხელისუფლების ცვლილების და ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების გეგმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელებას ქართული სახელმწიფო არ და ვერ დაუშვებს.
„დიდი ხანია, საზღვარგარეთ დაწერილია ხელისუფლების ცვლილების და ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების გეგმა. ამის განხორციელების მცდელობა წინა წლებშიც იყო, თუმცა ვერ განახორციელეს. მათი მიზანია, ხელისუფლება არეულობით და დესტაბილიზაციით შეცვალონ. მათ კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნია და ისინი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას ვერ შეძლებენ. იგივე სცენარი ვიხილეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, როცა ოპოზიცია ქართველ ხალხთან ისევ დამარცხდა და შემდეგ „მაიდანიზაციის“ გეგმა დაიწყო და საქართველო პირდაპირ ეთერში უყურებდა. პარლამენტის შტურმი, პოლიციასთან დაპირისპირება, ეს სწორედ „მაიდანიზაციის“ გეგმა იყო, რასაც კონკრეტული შემსრულებლები ჰყავდა და დაფინანსება ჰქონდა. ამ ყველაფერს აქტორები უკვე ინტერვიუებში ადასტურებენ. გაიხსენეთ, ზურაბიშვილის, ნანუაშვილისა და „მაკკეინის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელების ინტერვიუები. სამწუხაროდ, ეს გეგმა დღესაც არსებობს, შემსრულებლებიც, მაგრამ გეგმის განხორციელებას ქართული სახელმწიფო არ და ვერ დაუშვებს“, – განაცხადა ბოჟაძემ.