მაყვალა გონაშვილი: ინტელიგენციასთან შეხვედრაზე შევარდნაძეს მოყვანილი ჰყავდა სააკაშვილი. მიხეილმა თითი დაგვიქნია და გვითხრა, ამაყი ვარ ბატონი ედუარდი რომ ჩვენი პრეზიდენტია და მას ვინც პატივს არ სცემს, ან ბრმა არის, ან ყრუო

ბატონმა მიხეილმა მაშინ ჩვენ თითი დაგვიქნია და გვითხრა, ამაყი ვარ ბატონი ედუარდი რომ ჩვენი პრეზიდენტია და მას ვინც პატივს არ სცემს, ან ბრმა არის, ან ყრუო, - განაცხადა პოეტმა და „მწერალთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის მისამართით.

„ჩვენ [მწერლები] არ დავხვდით დიდი აღფრთოვანებით მათ [„ნაციონალური მოძრაობის“] მოსვლას ხელისუფლებაში. არ მწამს იმ ადამიანების პოლიტიკის, ვინც ერთს აქებს და სხვა პერიოდში მას ვითომ მტრად იხდის. მახსოვს ერთხელ ინტელიგენციას შეხვდა სპორტის სასახლეში ედუარდ შევარდნაძე და მას, როგორც ნიჭიერი კაცი მოყვანილი ჰყავდა სწორედ მიხეილ სააკაშვილი. ბატონმა მიხეილმა მაშინ ჩვენ თითი დაგვიქნია და გვითხრა, ამაყი ვარ ბატონი ედუარდი რომ ჩვენი პრეზიდენტია და მას ვინც პატივს არ სცემს, ან ბრმა არის, ან ყრუო. ასეთი ადამიანი მერე ცოტა ეჭვს იწვევს“, - აღნიშნა გონაშვილმა.