ნიკოლოზ სამხარაძე: განვიხილეთ კანონი „უცხოელთა დაცვის შესახებ“. ძალიან მნიშვნელოვანი კანონია იქიდან გამომდინარე, რომ ის აწესრიგებს მიგრანტების და მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნებს

ნიკოლოზ სამხარაძე: განვიხილეთ კანონი „უცხოელთა დაცვის შესახებ“. ძალიან მნიშვნელოვანი კანონია იქიდან გამომდინარე, რომ ის აწესრიგებს მიგრანტების და მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნებს

განვიხილეთ კანონი „უცხოელთა დაცვის შესახებ“. ძალიან მნიშვნელოვანი კანონია იქიდან გამომდინარე, რომ ის აწესრიგებს მიგრანტების და მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნებს, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, რეგულაციები მნიშვნელოვანია და აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ წლებში საქართველო გახდა უკვე სამიზნე ქვეყანა მიგრანტებისთვის.

„შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა იმისათვის, რომ ჩვენი სამიგრაციო კანონი იყოს საკმარისად მკაცრი და ასევე, მეორეს მხრივ იცავდეს ადამიანის უფლებებს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.