გიორგი ზერეკიძე: ჟორჟოლიანს ვუსმენდი, რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებო - კარგია არა,

გიორგი ზერეკიძე: ჟორჟოლიანს ვუსმენდი, რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებო - კარგია არა, "ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით

ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, რომელიც "ნაცმოძრაობის" რეჟიმმა 14 წლის ასაკში დააკავა, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკის ჩატარებისას მის მიერ გაკეთებულ კომენტარს სოციალურ ქსელში აფასებს.

ზერეკიძის თქმით, კარგია, როცა იცი, რომ "ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ,  კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით და იმაზე ფიქრით, ციხეში თუ გადარჩები. 

"ნანული ჟორჟოლიანს ვუსმენდი რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებ ისტორია მრავალფეროვანი გამიხდებაო. ხო, არა? კარგია "ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ იცი რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით ან იმაზე ფიქრით, ციხეში გადარჩები თუ არა? თან რამდენად უსინდისოები არიან, ხმამაღლა რომ ამბობენ ამას, აბა მათი რეჟიმის ციხეში ჩაჯდომაზე გაიწიონ ასე თამამად," - წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.