ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ოპოზიცია საკმაოდ დეზორიენტირებულია, რადგან მათ გარედან კონკრეტული მესიჯი ჯერ არ აქვთ მიღებული, თუ როგორ უნდა იყოს მათი პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ამიტომ არის, რომ მათი განცხადებები და ქმედებები წინააღმდეგობრივია. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, რეგიონული მდივნების დანიშვნა კი პარტიის გასაძლიერებლად სჭირდებათ. რაც შეეხება „ლელოს“, სადაც დამკვირვებლები ტრენინგებზე დაიბარეს, კომენტარს არ აკეთებენ.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი.