ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურა იძიებს სხვადასხვა საქმეს. ამაზე მე დეტალურად ვერაფერს გეტყვით, იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
„ჩვენ არ დავივიწყოთ, რომ შარშან დეკემბერში იყო მცდელობა პარლამენტის შტურმისა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელზე თავდასხმა. ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი მათ შორის წახალისებული გარედან იყო. ისიც ვნახეთ, რომ როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელებზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით თავდასხმა. ასე რომ, მაშინაც ეფექტიანად იმუშავა ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურამ. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ამაზე მე დეტალურად ვერაფერს გეტყვით, იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.