ჯეი დი ვენსი: თუ უკრაინაში ომი არ შეწყდება, უკრაინელები მას წააგებენ

ჯეი დი ვენსი: თუ უკრაინაში ომი არ შეწყდება, უკრაინელები მას წააგებენ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ თუ ახლა უკრაინაში საომარი მოქმედებები არ შეწყდება, უკრაინა ომს წააგებს.

„ეს თუ არ შეწყდება, უკრაინელები ომს წააგებენ. ვფიქრობ, ძირითად მედიებში უცნაური აზრი არსებობს იმის შესახებ, რომ, თუ ომი კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება, რუსები ჩამოიშლებიან, უკრაინელები ტერიტორიებს დაიბრუნებენ და ყველაფერი ომის დაწყებამდე პერიოდს დაუბრუნდება. ეს არ არის ის რეალობა, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ“, - თქვა ვენსმა.