ამერიკელი პოლკოვნიკი: საქართველოში ჩვენ შევცდით, რუმინეთში არ შევცდით. ჩვენ კალინ ჯორჯესკუ მოვაშორეთ. თავიდანვე ჩანდა, რომ ის რუმინეთის მომავალი ლიდერი იყო. ჩვენ ის მოვიშორეთ. ის წავიდა

ამერიკელი პოლკოვნიკი: საქართველოში ჩვენ შევცდით, რუმინეთში არ შევცდით. ჩვენ კალინ ჯორჯესკუ მოვაშორეთ. თავიდანვე ჩანდა, რომ ის რუმინეთის მომავალი ლიდერი იყო. ჩვენ ის მოვიშორეთ. ის წავიდა

აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკმა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსმა ლოურენს უილკერსონმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა საქართველოში შეცდა, ხოლო რუმინეთში არა.

მისი თქმით, აშშ-მა რუმინეთში საპრეზიდენტო რბოლიდან კალინ ჯორჯესკუს ჩამოშორება შეძლო.

„საქართველოში ჩვენ შევცდით, რუმინეთში არ შევცდით. ჩვენ კალინ ჯორჯესკუ მოვაშორეთ. ის იყო ის ადამიანი, რომელიც თავიდანვე ჩანდა, რომ რუმინეთის მომავალი ლიდერი იყო. ჩვენ ის მოვიშორეთ. ის წავიდა“, - აღნიშნა უილკერსონმა.

Aburjga Tasmanieli ვინ ხართ კაცო თქვენ, ვისი ტიკი-ტომარა ხართ?! რა გინდათ, რას დაძუნძულებთ ამ დედამიწაზე და სვავებივით დასტრიალებთ თავს ხალხებს და სახელმწიფოებს?! რა გინდათ, როგორ ვერ გაძღა თქვენი მუცელი, როგორ ვერ დაიკმაყოფილეთ სიხარბის ეპილეფსიური შემოტევები?! საოცარია პირდაპირ ამათი თავხედობა, უნამუსობა?! რა დაგკარგვიათ ამ ჩვენს ერთი ციცქნა საქართველოში?! წადით რა წადით, სანამ რაიმე ხიფათს გადაეყრებით?! წაიკითხეთ ისტორია თუ როგორ დაადგა ყელზე საქართველოს დაპყრობის და დამორჩილების სურვილი დიდ იმპერიებს, რომს და ბიზანტიას, არაბებს და მონგოლეთს, სპარსებს და ოსმალებს...... ამის შემდეგ თუ მთლად ბრიყვები არა ხართ აქეთ გამოხედვაც აღარ მოგინდებათ! ის კი არა შეიძლება ახლა რომ კედელს აშენებთ, ის კედელი მთლად ამარიკის ირგვლივ დაგირჩეთ ასაშენებელი!
2 კვირის უკან
ლაზი რაღაც გაუგებრად გამოდის. რას ამბობს ეს კაცი. რას გულისხმობს შეცდომაში?
რუმინეში არ შეცდნენ, იმაში, რომ ჯორჯესკუ მოაშორეს? თანაც ამბობს - თავიდანვე ჩანდა ის რუმინეთის ლედერი იყოო, მაგრამ ჩვენ მოვიშორეთო. ანუ რა გამოდის ქვეყანას ლიდერი მოვაშორეთო? ესე იგი არ შეცდომაში გულისხმობს, მათი ლიდერი კი იყო, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონდა და მის მოსაშორებლად უშეცდომოდ ვიმოქმედეთო!
აქედან გამომდინარე, საქართველოში ვერ გავთვალეთ ეს ხელისუფლება როგორ მოგვეშორებინაო და ამაში შევცდითო? თანაც ასახელებს ვისი ხელით აკეთებდნენ ამ ყველაფერს. ერთი შეხედვით გეგონება, კაცი ნანობს, ამ ხელისუფლებასთან ასე როგორ ვიქცეოდითო.
ეს კი თურმე იმას ნანობს, როგორ შევცდით ბრძოლის მეთოდში და ესენი როგორ ვერ მოვიშორეთო.
და ესენი წერენ და იღებენ "მეგობარი" აქტს?! (ალბათ რამდენი იწვალეს ასეთი აბრევიატურის მოკოწიწებაზე მათმა აქაურმა აგენტებმა. დაფასება უნდა, ოღონდ ადეკვატურად).
თუ რამე ვერ გავიგე, დიდი ბოდიში, ავანსად.
2 კვირის უკან
Aburjga Tasmanieli ლაზი, ძალიანაც სწორად გაიგე! აბა ამის ნათქვამის, ყოველ შემთხვევაში რაც აქ ქართულად წერია, სხვანაირად გაგება საღი ჭკუით და ლოგიკით შეუძლებელია! ან პოლიტიკოსი უნდა იყო, მაგალითად ვოლსკი, რომ პირიქით გაიგო და ჩათვალო რომ ეს ტიპი ჩვენს სასარგებლოდ ლაპარაკობს!
2 კვირის უკან