გივი მიქანაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ და თავის პატრონებს, რომლებიც უცხოეთიდან მათ მხარს უჭერენ, მაქსიმალურად რთავენ იმ პროცესებში, რომ გარკვეულ ვიზიტებს ხელი შეეშალოს

გივი მიქანაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ და თავის პატრონებს, რომლებიც უცხოეთიდან მათ მხარს უჭერენ, მაქსიმალურად რთავენ იმ პროცესებში, რომ გარკვეულ ვიზიტებს ხელი შეეშალოს

ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, ისტერიამდე მიდიან და თავის პატრონებს, რომლებიც უცხოეთიდან მათ მხარს უჭერენ, მაქსიმალურად რთავენ იმ პროცესებში, რომ გარკვეულ ვიზიტებს ხელი შეეშალოს, თუმცა მათი მხრიდან ეს მცდელობა მორიგ ჯერზე აღმოჩნდა წარუმატებელი. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ეუთოსა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას.

„გენმდივნისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. ის საუბრობს სტაბილურობაზე, მშვიდობაზე, განვითარებაზე და აქ განსაკუთრებულად ხაზს უსვამს საქართველოს, მის სტრატეგიულ მდებარეობას, მის ისტორიულ ფუნქციას, რომ რეგიონში ვასრულებდით ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენ ღიად და საჯაროდ არა მარტო დავაფიქსირეთ, არამედ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანს და სომხეთს, შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულების კონტექსტში“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.