დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის მიერ რუს „პრანკერებთან“ საუბარში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს განცხადებები ადასტურებს ქვეყანაში არეულობის მცდელობას.
„ერთი [უჩა ნანუაშვილი] ითხოვს, ჩვენ აქ ბოევიკები გვყავს მომზადებულიო, რაც მოვისმინეთ, უბრალოდ, დაფინანსება გვინდა, რომ ისინი ავამოძრაოთ და ავამოქმედოთო, ანუ რას ნიშნავს, რომ ისევ 90-იან წლებში დააბრუნონ საქართველო. ამის მცდელობა ხომ ჰქონდათ? რამდენი ტალღა მოვიგერიეთ. ჩემი აზრით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. თუ დამტკიცდა, რომ ეს არის ნამდვილად ნანუაშვილის ხმა, ისეთ განცხადებებს აკეთებს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩემი აზრით, ამის გატარება არ შეიძლება.
და მეორე უსამშობლო, უსამშობლოების ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროპამ საქართველოს წინააღმდეგ უფრო მეტი იაქტიუროსო, ფული მომეცით, რომ ეს სახელმწიფო ჩამოვანგრიო და ავატრიალოო, რომ აქ ისევ დაჯდეს აგენტურა, როგორც 2003 წელს და შემდეგ აკეთებინონ ის, რაც გააკეთეს ჩვენი ქვეყნის, ეკლესიის, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ვერ მოესწრებიან გამორიცხულია”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.