საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ხვდებიან, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნარატივი იქცევა, რომლის მიხედვითაც, თურმე საქართველო იზოლაციაშია და კავშირები არ აქვს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
„ეს ადამიანები ცდილობენ, როგორმე საქართველოს სახელი შელახონ, ყველაფერი იმისთვის გაკეთდეს, რომ ხელისუფლებაში როგორმე დაბრუნდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები როდესაც ხელისუფლებას ხვდებიან, ეს ყველაფერი მათ ნარატივს პირდაპირ ჩამოაქცევს, რომლის მიხედვითაც, თურმე საქართველო იზოლაციაშია და კავშირები არ აქვს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ვიზიტით იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს.