რადიკალები ელოდებიან რა პასუხი და დავალება ექნებათ უცხოეთიდან და შემდგომ ისე გადადგამენ ნაბიჯებს,- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.
„რადიკალები ელოდებიან რა პასუხი და დავალება ექნებათ უცხოეთიდან და შემდგომ ისე გადადგამენ ნაბიჯებს. ახლა ხდება ერთმანეთის დამუნათება, რაღაცა ფსევდო გარანტიების მიღება. რადიკალები ერთმანეთს ან აწყნარებენ ან ნერვებს უშლიან, გააჩნია საბოლოოდ რა მიზანი აქვთ. რა გზითაც არ უნდა იარონ საწადელს ვერ მიაღწევენ“ ,- აღნიშნა მათიკაშვილმა.