ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა.
„ძვირფასო ძმებო და დებო, საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. აი, ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი და ეს მთელს სამყაროს აუწყა, უჩვენა ამ დიდებული ხატის, სასწაულთმოქმედი ხატის, რომელიც არის საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ჩვენთან მოვლინებით და აქედან ჩანს, რომ უფალი მუდამ ზრუნავს ჩვენზე, არასდროს არ გვტოვებს და ასევე, მუდამ ზრუნავს ჩვენზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. იგი ლოცულობს ჩვენთვის უფლის წინაშე, რისი ნიშანიც არის ამ შესანიშნავი ხატის მობრძანება“, - განაცხადა მეუფე შიომ.