მაინც მივადევნებთ ამ გრანტის ხარჯვით ნაწილს ყურადღებას, რადგან გვახსოვს, რომ არაერთი გრანტი კარგი მიზნებისთვის ფინანსდებოდა, თუმცა მერე ფინანსები სულ სხვა მიმართულებით იხარჯებოდა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
დეპუტატი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ საფრანგეთის საელჩო ბოლო პერიოდში გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებს.
„კონკრეტული დონორების და საელჩოების მიერ გაცემული გრანტები არაპირდაპირად ხმარდებოდა რადიკალური ოპოზიციის დაფინანსებას. ისინი ფაქტობრივად აფინანსებდნენ მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიასაც კი. ამიტომ იყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, FARA-ს მიღება და სწორედ ამ კონტექსტში იქნა მიღებული გადაწყვეტილება „გრანტების შესახებ კანონთან“ დაკავშირებითაც. თქვენ იცით, რომ რამდენიმე საათით ადრე იქნა გაცემული [გრანტი], თუმცა კანონის მიღების შემდეგ, მაინც მივადევნებთ ამ გრანტის ხარჯვით ნაწილს ყურადღებას, რადგან გვახსოვს, რომ არაერთი გრანტი კარგი მიზნებისთვის ფინანსდებოდა, თუმცა მერე ფინანსები სულ სხვა მიმართულებით იხარჯებოდა“, - აღნიშნა ბოჟაძემ.