ყირიმი ალყაში - რუსებმა ეუთო-ს მისია ტერიტორიაზე არ შეუშვეს

ყირიმი ალყაში - რუსებმა ეუთო-ს მისია ტერიტორიაზე არ შეუშვეს

ყირიმის სტრატეგიული წერტილები ისევ ალყაშია. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, უცხო ქვეყნის შეიარაღებულ პირებს 8 სამხედრო ქვედანაყოფი აქვთ ბლოკირებული. ჩაკეტილია აეროპორტებთან მისასვლელი გზებიც. დღეს უკრაინულმა მედიამ პირველად მოახერხა ერთერთი შეიარაღებულის ჩაწერა. ინტერვიუს დროს სამხედრომ რუსული წარმომავლობა აღიარა. ავტონომიურ ოლქში შექმნილი მძიმე ვითარების შესასწავლად, ეუთო-მ რეგიონში სადამკვირვებლო მისია გაგზავნა, თუმცა, დამკვირვებლები ყირიმის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. დღესვე ცნობილი ხდება, რომ უკრაინა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს განაახლებს. შესაბამისი კანონპროექტი რადაში უკვე დარეგისტრირდა.