დავით მათიკაშვილი: მცდელობას „დიფ სთეითი“ არ აკლებს, რათა საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით მომართოს აქ არსებული პოლიტიკური რეალობა. აი, ეს არის მიზეზი იმის, რომ რადიკალები არიან სრულ გაურკვევლობაში, ელოდებიან დავალებას

რადიკალები არიან სრულ გაურკვევლობაში, ელოდებიან დავალებას, თუ როგორ იმოქმედონ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მან ისაუბრა, რადიკალური ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შანსებზე.

„როდესაც არ არის შენზედ დამოკიდებული და ხარ სრულიად მიბმული გარე ძალების ნება-სურვილზე, მცდელობები, რომ გაერთიანდნენ ან განცალკევდნენ, ეს გამოსავალი ვერ იქნება. საბოლოო ჯამში, კოლაფსით არის მათი პოლიტიკური რეალობა დასრულებული. თუმცა, მცდელობას „დიფ სთეითი“ არ აკლებს, რათა საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით მომართოს აქ არსებული პოლიტიკური რეალობა. აი, ეს არის მიზეზი იმის, რომ რადიკალები არიან სრულ გაურკვევლობაში, ელოდებიან დავალებას, თუ როგორ იმოქმედონ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამ კითხვაზე საერთო პოზიცია ისევ არ არის. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ნაწილი კი კითხვაზე პასუხს თავს არიდებს.