მკაფიოდ წინააღმდეგი ვართ ბრიუსელის ქცევის, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით ავლენს. ჩვენ გვინდა, ევროკავშირმა უზრუნველყოს თამაშის თანაბარი წესები და არ გამოიყენოს ორმაგი სტანდარტები, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პიტერ სიიარტოს თქმით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, საერთაშორისო პოლიტიკა ურთიერთპატივისცემას დაუბრუნდება.
"მკაფიოდ წინააღმდეგი ვართ ბრიუსელის ქცევის, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით ავლენს. ჩვენ გვინდა, ევროკავშირმა უზრუნველყოს თამაშის თანაბარი წესები და არ გამოიყენოს ორმაგი სტანდარტები. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ბრიუსელი თვლის, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება ყოველ ჯერზე, როდესაც არჩევნებზე კონსერვატიული მთავრობა იმარჯვებს. მხოლოდ ლიბერალების გამარჯვება განიხილება დემოკრატიად. ეს ცუდია. ჩვენ ვეცდებით, გავლენა მოვახდინოთ ამ საკითხებზე, რომ ეს გამოსწორდეს. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, საერთაშორისო პოლიტიკას შეუძლია, დაუბრუნდეს ურთიერთპატივისცემის ბაზისებს. მე ვფიქრობ, ზედმეტად ბევრი იყო ის, რაც დემოკრატების ადმინისტრაციამ და ბრიუსელმა ერთობლივად გააკეთეს შიდა საქმეებში ჩარევისა და ზეწოლის კუთხით. USAID-ის დაფინანსების შეწყვეტა ბევრს არ მოეწონა, იმიტომ, რომ ეს არსებითად ამცირებს მათ ფინანსურ რესურსს, ვინც ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში", - აცხადებს სიიარტო.