ჩემი აზრით, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კონკრეტული სარგებელი საქართველოსთვის არ მოაქვს. კი ბატონო, არის ფორუმი, სადაც შეგიძლია შენც მიხვიდე და გამოთქვა აზრი, მაგრამ საქართველოს მიმართ ისინი იჩენენ ორმაგ სტანდარტს, ამიტომ ამ თამაშში შეყოლა, ჩემი აზრით, არ არის სწორი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.
„მიჩვეულები არიან ევროპელი პოლიტიკოსები, მეინსტრიმის პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას. ეს წინა ხელისუფლებების დამსახურებაც არის, მათ შორის ამ ხელისუფლების „დამსახურებაც“, მაგრამ 2019 წლიდან ვითარება შეიცვალა, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმებაზე უარი თქვა ხელისუფლებამ, რადიკალურად შეიცვალა პოზიციები და ქვეყანა დაადგა სუვერენიტეტის განმტკიცების გზას.
ევროპის საბჭოს შესახებ უნდა დაისვას ერთი კითხვა - რა სარგებლობა მოაქვს ევროპის საბჭოს ჩვენი ქვეყნისთვის დღეს? 1990-იან წლებში შესაძლოა იყო სარგებელი იმიტომ, რომ ჩვენ ვაშენებდეთ ახალ სტრუქტურას, არავინ არ იყო გათვითცნობიერებული ამ დემოკრატიულ სისტემებში, პრინციპებში, უფლებების თემა იყო, სიტყვის თავისუფლების, პლურალიზმის, ბევრი თემა იყო. გარკვეული სტანდარტები გადმოვიღეთ, რაღაცები ვისწავლეთ და მაშინ სარგებელი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ თვითონ ევროპამ და ევროკავშირმა რადიკალურად შეცვალა თავისი პოზიციებით ფუნდამენტი, რომელზეც იდგა ევროპა - ეს იყო ქრისტიანული ღირებულებები, მათ შორის ტრადიციული ღირებულებები“, - განაცხადა გოგავამ.
გოგავას თქმით, 2000 წლების დასაწყისიდან მოხდა რადიკალური ლიბერალიზმის ინდოქტრინაცია.
„ჩემი აზრით, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კონკრეტული სარგებელი საქართველოსთვის არ მოაქვს. კი ბატონო, არის ფორუმი, სადაც შეგიძლია შენც მიხვიდე და გამოთქვა აზრი, მაგრამ საქართველოს მიმართ ისინი იჩენენ ორმაგ სტანდარტს, ამიტომ ამ თამაშში შეყოლა, ჩემი აზრით, არ არის სწორი და ძალიან კარგია, რომ წამოვიდა ქართული დელეგაცია და არ იღებს იქ მონაწილეობას, ვიდრე ეს ევროპელი, მეინსტრიმული პოლიტიკოსები არ გამოსწორდებიან“, - აღნიშნა გოგავა.
პოლიტოლოგი ასევე ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა ხმების რაოდენობა - 89 ხმა სამის წინააღმდეგ. მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის 306 დელეგატი სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას მხოლოდ 29%-მა დაუჭირა მხარი.
„დანარჩენები სად არიან? დანარჩენი ხმები? შოპინგზე იყვნენ ეს დეპუტატები 45 ქვეყნიდან, თუ სად იყვნენ? ანუ ეს გარკვეულწილად მიუთითებს იმაზე, რომ 71%-მა არჩია, რომ საერთოდ არ გაჰკარებოდა ამ საქმეს, არ გაესვარა ხელები იმ საქმეში, რომელიც პრინციპში არის არასამართლიანი თავის საფუძველში. ეს მნიშვნელოვანი მომენტია.
თვითონ რეზოლუციაში ერთი სააკაშვილის ფეხის ზომა არ ჩაწერეს, დანარჩენი დაფოფინებენ ამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პირდაპირ რეზოლუციაში უწერიათ, რომ გეგმავენ ამათ აკრძალვას, კანონ გარეშე გამოცხადებას. რა თქმა უნდა, ეს იყო დანაშაულებრივი [პარტია], მაშინ სად იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, როდესაც სისასტიკეები, წამებები იყო, ინდუსტრიული მასშტაბის იყო ეს ფულის წართმევა ხალხისთვის. ახლა ხომ ვუსმენთ საპარლამენტო კომისიაზე, ტირის ხალხი, მწერს ბევრი სოციალურ ქსელებში, მირეკავენ, ადამიანები ტირიან იმის გამო, რასაც ისმენენ და ეს ევროპელები თავის ორმაგი სტანდარტებით ზღვარს გადადიან“, - აღნიშნა გოგავამ.