ბოცვაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი წესრიგდება

 ბოცვაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი წესრიგდება

დიდუბის რაიონის გამგეობა ბოცვაძის ქუჩის N12-ში ასფალტის საფარს აწესრიგებს.
სამუშაოები 1200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, წესრიგდება როგორც სამანქანო გზა, ასევე ტროტუარი. 

გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყო, რისი არარსებობაც მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა.

ბოცვაძის ქუჩის N12-ში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 130 000 ლარია გამოყოფილი.