დიღმის მასივის მესამე კვარტალში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

 დიღმის მასივის მესამე კვარტალში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის მეოცე კორპუსის მიმდებარედ, 600 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. 

ამ ეტაპზე ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება, რისთვისაც 45 000 ლარია გათვალისწინებული.

ანალოგიური ტიპის სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ბოცვაძის ქუჩის N12-ში, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.