უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილმა მეთაურმა დენის ბერეზოვსკიმ სევასტოპოლში სამხედრო-საზღვაო ძალების მართვის შტაბის ოფიცრებს ყირიმის ხელისუფლების მხარეს გადასვლა შესთავაზა. ბერეზოვსკიმ ოფიცრებს განუცხადა, რომ თუკი დათანხმდებოდნენ, მათი ანაზღაურება ამ კვირიდანვე რუსების ხელფასს გაუთანაბრდებოდა, ანუ გაიზრდებოდა. მიუხედავად ამისა, ოფიცრებმა ბერეზოვსკის განუცხადეს, რომ უკრაინის ხელისუფლებისა და ხალხის ერთგულებად დარჩებიან და ყოფილი მეთაური შტაბიდან გააცილეს.