საპროტესტო აქცია 9 აპრილის მემორიალთან აგრესიითა და პროვოკაციით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მემორიალთან მისვლის და გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივის მიგების საშუალება გლდანის რაიონის მაჟორიტარს, კოტე ზარნაძეს არ მისცეს.
„ქართული ოცნების“ წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების საშუალებას კვლავ არ აძლევენ.