Justin Timberlake - ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა

Justin Timberlake - ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა

Justin Timberlake - ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა, - ინფორმაციას Starring Georgia ავრცელებს.

„დღეს Starring Georgia-სთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა. 6 საათში გაყიდული 55 000 ბილეთი, ჩვენი ახალი რეკორდი და საამაყო ციფრებია.

დიდი მადლობა თითოეულ მელომანს ამ მუხტის შექმნისა და გაზიარებისთვის, შევხვდებით 23 ივლისს, დინამო არენაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Justin Timberlake მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაყიდულია მისი 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლი. არტისტის კარიერა 30 წლის წინ ცნობილი ბოიბენდის, *NSYNC-ის სოლისტად დაიწყო. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა.

მას პოპ, დენს და R&B ჟანრებში GRAMMY-ს 10 ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, წარმატებული სოლო ალბომებისთვის — „Man of the Woods“, „The 20/20 Experience“, „FutureSex/LoveSounds“ და მისი სადებიუტო სოლო ალბომისთვის — „Justified“. გარდა ამისა, ჯეი-ზისთან კოლაბორაციით, არტისტმა მსოფლიოში 23 მილიარდზე მეტი აუდიო და ვიდეო სტრიმი მოიპოვა; ასევე, მიიღო Emmy-ის 4 ჯილდო საღამოს მუსიკალურ-იუმორისტულ შოუ „Saturday Night Live-ში“ მისი დასამახსოვრებელი გამოსვლებისთვის.

ჯასტინ ტიმბერლეიკს გახმოვანებული აქვს „DreamWorks-ის“ ანიმაციური მიუზიკლი „TROLLS-ს“. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა „Can’t Stop the Feeling!” 2017 წელს გამოსული „Trolls Holiday-იდან“, „ოსკარზე“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი.

არტისტმა ახლახან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი „Everything I Thought It Was“, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის, ჰიტ-სინგლებს: „Selfish” და „No Angels. ასე რომ, 23 ივლისს „დინამო არენაზე“ შეკრებილ მელომანებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინოს საყვარელ ჰიტებს და ამასთანავე, უახლესი ალბომის სინგლებს.