უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა ჩავარდა, რადგან ევროპულ ეკონომიკას უფრო მეტად დაარტყა, ვიდრე რუსეთის ეკონომიკას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა ჩავარდა, რადგან ევროპულ ეკონომიკას უფრო მეტად დაარტყა, ვიდრე რუსეთის ეკონომიკას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა ჩავარდა, რადგან ევროპულ ეკონომიკას უფრო მეტად დაარტყა, ვიდრე რუსეთის ეკონომიკას.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთის პოზიცია არსებული სანქციების გაგრძელებასთან დაკავშირებით „დიდწილად იქნება დამოკიდებული გეოპოლიტიკურ ვითარებაზე“.

„მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი გახდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ ამ მოლაპარაკებების გამო, რადგან მართალია არ ვიცით მშვიდობა დამყარდება მოკლევადიან პერსპექტივაში, საშუალოვადიან პერსპექტივაში თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ომის ესკალაციის რისკი [შემცირდა] იმით, რომ რუსები და ამერიკელები პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ეს კარგი ამბავია ჩვენთვის“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.