თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც თუნდაც გერმანია გათავისუფლდა ფაშიზმისაგან, საქართველოშიც ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ „არა“ და ჩავაბაროთ წარსულს „ნაცმოძრაობის რეჟიმი

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც თუნდაც გერმანია გათავისუფლდა ფაშიზმისაგან, საქართველოშიც ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ „არა“ და ჩავაბაროთ წარსულს „ნაცმოძრაობის რეჟიმი

„რაც შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, ყოველი სხდომის შემდეგ, ვინც ადევნებს ამას თვალ-ყურს, ყველას გვეუფლება განცდა იმისა, რა შეიძლება მოვისმინოთ და გავიგოთ ამაზე უარესი. თუმცა ყოველი ახალი სხდომა, ახალი ისტორია, რაღაცნაირად ამ მოლოდინს გვიქარწყლებს და ვხედავთ, რომ კიდევ უფრო საზარელი, კიდევ უფრო დიდი ბოროტების მომცველი ამბები ტრიალებდა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური რეჟიმის პირობებში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ერი უნდა გათავისუფლდეს იმ ბოროტებისგან, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია.

„რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, ერთი იყო ბუტა რობაქიძის მკვლელობა, მეორე, ეს ე.წ. „ზილების რევოლუციის“ საქმე და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ სამწუხაროდ ადამიანის სიცოცხლეს ჰქონდა ჩალის ფასი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში, იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მოქმედებების პირობებში. და მეორე მხრივ, ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ისტორიები, რომელიც ცხადყოფს იმას, რომ ადამიანის ღირსება აბსოლუტურად ფეხქვეშ იყო გათელილი. მით უმეტს თუ ის მოხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ეს პრაქტიკულად ნიშნავდა იმას, რომ დავლური უნდა ეცეკვათ იქ ადამიანის ღირსებაზე, რაც არის უდიდესი დანაშაული და უდიდესი ბოროტება. ამას ებრძვის მთელი მსოფლიო შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა აქტუალური ეს თემა გასაგები მიზეზების გამო და ჩვენ აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც თუნდაც გერმანია გათავისუფლდა ფაშიზმისაგან, საქართველოშიც ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ „არა“ და ჩავაბაროთ წარსულს „ნაცმოძრაობის რეჟიმი“ და თითოეული ის აქტორი, რომელიც ამ უდიდეს ბოროტებაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ იღებდა მონაწილეობას“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისი თქმით, სავარაუდოა, რომ კომისიის მუშაობის პირობებში საზოგადოება მოისმენს არაერთ შემზარავ ფაქტს.

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არის საშუალება იმის, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში ღირსებაშელახულმა ადამიანებმა შეძლონ რეაბილიტაცია.

ლაზი ფაშიზმისაგან გერმანია არასოდეს გათავისულდებოდა, რადგან ფაშიზმი მათი გამაბატონებელი იდეოლოგია იყო (ახლაც ბევრი არ იტყოდა უარს, მაგრამ ჯერ ვერ ბედავენ), ისინი იძულებით გაათავისუფლა საბჭოთა კავშირმა, ფაშიზმის საკუთარ ბუდეში განადგურებით.
იდეოლოგიას, რომელიც მის მატარებელს დანარჩენებზე აბატონებს, საკუთარი ნებით არავინ თმობს.
1 კვირის უკან