ყველა ის სისტემა, კერძო ბიზნესი იქნებოდა ეს, თუ სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის ზეგავლენის ქვეშ იყო, ემსახურებოდა სწორედ ადამიანის დაჩაგვრას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.
„ციხეებში გაუსაძლისი პირობების შექმნა მიზანმიმართულად, რომ ადამიანის ნება ბოლომდე გაეტეხათ. სრული ქაოსი, სრული უუნარობა და უპასუხისმგებლობა იყო პოლიტიკური და მმართველობის დონეზეც, რა თქმა უნდა 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის გარშემო“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობს, მუშაობას მომავალ კვირაში განაახლებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა სააკაშვილის რეჟიმის უმძიმესი დანაშაულები და დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს.