დავით მათიკაშვილი: ის, რაც ვერ შეძლო საქართველოში NED-მა და USAID-მა, ასევე იქნება შეუძლებელი სხვა ფონდებისთვისაც, რადგან ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს უცხოური ძალებით საკუთარ გადაწყვეტილებაზე რაიმე ფორმით გავლენას

დავით მათიკაშვილი: ის, რაც ვერ შეძლო საქართველოში NED-მა და USAID-მა, ასევე იქნება შეუძლებელი სხვა ფონდებისთვისაც, რადგან ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს უცხოური ძალებით საკუთარ გადაწყვეტილებაზე რაიმე ფორმით გავლენას

ის, რაც ვერ შეძლო საქართველოში NED-მა და USAID-მა, ასევე იქნება შეუძლებელი სხვა ფონდებისთვისაც, რადგან ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს უცხოური ძალებით საკუთარ გადაწყვეტილებაზე რაიმე ფორმით გავლენას, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ USAID-ი ახალმა ფონდმა ჩაანაცვლა.

„ეს [დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამა] არის შეტევა ქართულ დემოკრატიაზე. მარტივი მოცემულობაა - მაშინ, როდესაც შეერთებულა შტატებმა ამხილა ის, რასაც USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები არასამთავრობო სექტორის ხელით აკეთებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, ერეოდნენ არჩევნებში, აწყობდნენ რევოლუციებს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, დღეს სიმძიმის წერტილმა, „დიფ სთეითის“ კუთხით, გადაინაცვლა უკვე ევროპაში და ბრიტანეთში.

ცალსახაა, რომ რასაც აკეთებდა USAID-ი და NED-ი, ბრიტანეთის ფონდებით უნდათ გაკეთდეს. აქედანაც შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ის, რაც ვერ შეძლო საქართველოში NED-მა და USAID-მა, ასევე იქნება შეუძლებელი სხვა ფონდებისთვისაც, რადგან ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს უცხოური ძალებით საკუთარ გადაწყვეტილებაზე რაიმე ფორმით გავლენას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ საგრანტო პროგრამას აცხადებს, რათა მათი თქმით, „ხელი შეუწყონ 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარებას“.