ნიკოლოზ სამხარაძე: ნებისმიერი გარე აქტორი როდესაც გრანტს გამოყოფს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში რაიმე სახის მონაწილეობისთვის, უნდა ახსნას, რისთვის არის ეს გრანტი

ნიკოლოზ სამხარაძე: ნებისმიერი გარე აქტორი როდესაც გრანტს გამოყოფს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში რაიმე სახის მონაწილეობისთვის, უნდა ახსნას, რისთვის არის ეს გრანტი

ნებისმიერი გარე აქტორი როდესაც გრანტს გამოყოფს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში რაიმე სახის მონაწილეობისთვის, უნდა ახსნას, რისთვის არის გრანტი, ვინ იხეირებს და რა შედეგი ექნება ამის დახარჯვას საქართველოს მოსახლეობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ეს არის ადგილობრივი არჩევნები, რომელსაც ნაკლები პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებს და, როგორც წესი, მუნიციპალურ არჩევნებზე საერთაშორისო აქტორები არ აქტიურობენ ხოლმე. ნიშანდობლივია ის, რომ, როგორც ჩანს, ყველა შეეგუა იმ ფაქტს, რომ საქართველოში მომდევნო არჩევნები, რომელიც ჩატარდება, იქნება ადგილობრივი არჩევნები. ეს კარგია, რომ ყველამ რეალობას თვალი გაუსწოროს და უაზრო ხიბლში არ იყვნენ ჩავარდნილი, რომ შეიძლება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. როცა ნებისმიერი სხვა გარე აქტორი გრანტს გამოყოფს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში რაიმე სახის მონაწილეობისთვის, მან უნდა ახსნას, რისთვის არის გრანტი გამოყოფილი, ვინ იხეირებს და რა შედეგი ექნება ამ გრანტის დახარჯვას საქართველოს მოსახლეობაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. როგორც საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) იწვევს ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, 2025 წლის 25 აპრილამდე წარადგინონ განაცხადები 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ქართული მუნიციპალური არჩევნების ეფექტური ჩატარების მხარდასაჭერად.