ირაკლი ზარქუა: მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?

ირაკლი ზარქუა: მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?

მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა, რომ ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატებია, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუამ.

„მადამ ფრანცუჟენკას რაღაც გაუგებარი ინიციატივები. ჯერ რაღაც ქარტიაო, გახსოვთ თქვენ იქით-აქეთ რომ დაარბენინებდა ამ ხელმოცარულებს და უსამშობლოებს. ახლა შექმნეს წინააღმდეგობის ჯგუფიო და იმ ქარტიაში რა წინააღმდეგობის ჯგუფი არ ჰქონდათ?

მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან რომ სააკაშვილის, ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატებია. ნუ გაჰყვებით გოგუცას თუ ბაბუცას, ნუ გაჰყვებით ლომჯარიას, ნუ გაჰყვებით ნანულას. ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?”, - განაცხადა ზარქუამ.