დავით ქართველიშვილი აშშ-ის ელჩისა და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრის შესახებ:

დავით ქართველიშვილი აშშ-ის ელჩისა და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრის შესახებ: "დიფ სთეითის" მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის - გუშინდელ სიტუაციურ "მოწინააღმდეგეებს“

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე სან-ფრანცისკოში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

დავით ქართველიშვილის თქმით, "დიფ სთეითის" ზეგავლენიდან და მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის - გუშინდელ სიტუაციურ "მოწინააღმდეგეებს“.

„აშშ-საქართველოს ურთიერთობების "გადატვირთვისკენ" გადადგმული მორიგი სერიოზული, პრაქტიკული ხასიათის ნაბიჯი. ჩვენი მხრიდან კი ამის აღნიშვნა მორიგი ჟესტია იმისა, რომ აქ არავინ და არავის მიმართ ჩასაფრებული და მიკერძოებული არაა. "დიფ სთეითის" ზეგავლენიდან და მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის - გუშინდელ სიტუაციურ "მოწინააღმდეგეებს“, - წერს დავით ქართველიშვილი.