კახა კალაძე: ნუ შევიქმნით ცრუ მოლოდინს, რომ საელჩოები პარლამენტის შენობაზე თავდასხმას დაგმობენ

კახა კალაძე: ნუ შევიქმნით ცრუ მოლოდინს, რომ საელჩოები პარლამენტის შენობაზე თავდასხმას დაგმობენ

დედაქალაქის მერის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ გუშინ პარლამენტის შენობაზე თავდასხმის ფაქტს საელჩოები დაგმობენ.

კახა კალაძის თქმით, რადიკალური ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა სწორედ კონკრეტული საელჩოებისგან არის წახალისებული.

„ცრუ მოლოდინს ნუ შევიქმნით, არანაირი დაგმობა არ მოხდება, რადგან კონკრეტული საელჩოები, კონკრეტული ელჩები რადიკალურ დაჯგუფებებს ახალისებენ. ბოლო თვეების და დღეების განმავლობაში რასაც ვხედავდით - პარლამენტის შენობაზე თავდასხმას, ეს არის ამ ადამიანების წახალისებული და გარედან დაფინანსებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ლაზი პარლამენტზე თავდასხმა ევროპაში და ამერიკაშია სახელმწიფო დანაშაული თორემ, თუ სხვაგან ხდება, განსაკუთრებით საქართველოში, გამოხატვის მშვიდობიანი ფორმაა. ასეთია ელჩების და მათი გამომგზავნელი მთავრობების სამართალი და პოლიტიკა.
1 დღის უკან