გიორგი აბაშიშვილი: საქართველომ ყველას აჩვენა, რომ იგი ინვესტორებისთვის ძალიან ხელსაყრელი ადგილია. რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს ბიზნეს გარემო, ყველა ინვესტორს აინტერესებს, რამდენად დაცულია მისი ინვესტიციები

გიორგი აბაშიშვილი: საქართველომ ყველას აჩვენა, რომ იგი ინვესტორებისთვის ძალიან ხელსაყრელი ადგილია. რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს ბიზნეს გარემო, ყველა ინვესტორს აინტერესებს, რამდენად დაცულია მისი ინვესტიციები

საქართველომ ყველას აჩვენა, რომ იგი არის ინვესტორებისთვის ძალიან ხელსაყრელი ადგილი, - განუცხადა „იმედის კვირას“ ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა, საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

მან სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისა და კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული რეიტინგები და ინდექსები შეაფასა.

„რაც არ უნდა დაბალი გადასახადები იყოს ქვეყანაში და მიმზიდველი იყოს ბიზნეს გარემო, ყველა ინვესტორს აინტერესებს, რამდენად დაცულია მისი ინვესტიციები. ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა არის ის ნაწილი, რომელიც ერწყმის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ამ ორი ნაწილის კომბინაცია - სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჯამში, უზრუნველყოფს მაღალ შეფასებებს და ინვესტორთა ნდობას იმსახურებს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მარბიელი ლონდონი-თბილისის ავიარეისის გახსნასთან დაკავშირებით მოვისმინე ბრიტანეთის ელჩის ინტერვიუ და რამაც გამაკვირვა, ისაა, რომ ეს კაცი გაცილებით კარგად ლაპარაკობს ქართულად, ვიდრე ს ზურაბიშვილი
1 დღის უკან
მარბიელი ისმის კითხვა, ზურაბიშვილი თავისი მენშევიკი და ჰიტლერთან მოთანამშრომლე წინაპრების გამო ვერ იტანს ქართულს, თუ უბრალოდ უნიჭოა?
1 დღის უკან