აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად, ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც პირდაპირ თუ ირიბად, ახალისებდნენ იმას, რომ თურმე შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა უცხოურ დაფინანსებებზე საუბრისას.
„სწორედ ეს შედეგი დადგა, როდესაც ნოემბრის ბოლოს რომ დაიწყო აქციები და პირველი ერთი კვირა ყველას შევახსენებ, რომ ეს იყო ძალადობრივი ხასიათის აქციები, პიროტექნიკასთან ერთად ძალიან აქტიურად ხდებოდა „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება. სწორედ იმ წახალისების ფონზე, რა წახალისებაც წინ უძღოდა ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ კომპანიებს.
ძირითადი დონორი ორგანიზაციები, ამ რადიკალური „ენჯეოებისთვის“ და რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის, რა თქმა უნდა იყო USAID-ი და NED-ი, რომელსაც შეუწყვიტა ბატონმა ტრამპმა დაფინანსება, მაგრამ რჩებათ სხვა დაფინანსების წყაროები, ეს არის ჯორჯ სოროსის კონკრეტული ფონდები და მე არა მგონია რომ ჯორჯ სოროსის სახელი და გვარის ხსენებაზე ვინმეს პოზიტიური ემოციები უჩნდებოდეს, ასევე EED-ი, ევროპული ფონდი, რომელიც არის ამერიკული NED-ის კოპირებული ვარიანტი ევროპაში.
ჩვენ ძალიან საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ EED-იც ასეთი ტიპის აქტივობებს აფინანსებს. ჩვენ ვთხოვეთ მათ ძალიან ბევრჯერ, რომ გაესაჯაროებინათ თავიანთი დაფინანსება, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზეც ეს მკაფიოდ მოითხოვა, შემდეგ წერილიც გააგზავნა და დაახლოებით ექვსი თვის თავზე მივიღეთ ძალიან ბუნდოვანი ხასიათის წერილი, რომ ეს ყველაფერი ვერ გასაჯაროვდებოდა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.