გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას მიგრანტები სჭირდება, სხვაგვარად ის ვერ გადარჩება.
„გერმანიას არც თუ ისეთი კარგი შობადობა აქვს, ამიტომაც მიგრანტები გვჭირდება. მათ გარეშე ქვეყანამა მომავალში ვერ გადარჩება“, - განაცხადა ბერბოკმა სირიაში გერმანიის საელჩოს გახსნის დროს.
მისი თქმით, გერმანია დაინტერესებულია გერმანული სკოლებისა და უნივერსიტეტების განვითარებით მსოფლიოს მასშტაბით, რადგან „გერმანული არ არის მარტივი ენა, და ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ“.