გიორგი ვოლსკი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: პასუხები პრაქტიკულად არ აქვთ, როგორ ხდებოდა ისე, რომ ციხეში, თუ მის გარეთ მყოფი ადამიანი თავის ქონებას აფორმებდა ხელისუფლებაზე

გიორგი ვოლსკი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: პასუხები პრაქტიკულად არ აქვთ, როგორ ხდებოდა ისე, რომ ციხეში, თუ მის გარეთ მყოფი ადამიანი თავის ქონებას აფორმებდა ხელისუფლებაზე

პასუხები პრაქტიკულად არ აქვთ, როგორ ხდებოდა ისე, რომ ციხეში, თუ მის გარეთ მყოფი ადამიანი თავის ქონებას აფორმებდა ხელისუფლებაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მისამართით.

„ხაზარაძის და ჯაფარიძის მოსვლა [საგამოძიებო კომისიის სხდომაზე] არც იყო მოსალოდნელი. იმხელა უბედურება დააწიეს მთელ რიგ ოჯახებს, რომ პასუხები პრაქტიკულად არ აქვთ, როგორ ხდებოდა ისე, რომ ციხეში, თუ მის გარეთ მყოფი ადამიანი თავის ქონებას აფორმებდა ხელისუფლებაზე და ამაში მონაწილეობას იღებდა კონკრეტული ბანკი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება. გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.