ეს ნაბიჯი გადადგმული იყო უბრალოდ იმისთვის, რომ აქ ადგილზე შეექმნათ გარკვეული მუხტი და მოლოდინი გაეჩინათ, რომ ძალიან მალე რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი პაატა სალია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღიარებას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის გასაჩივრებისას, დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვია.
„ეს ნაბიჯი გადადგმული იყო უბრალოდ იმისთვის, რომ აქ ადგილზე შეექმნათ გარკვეული მუხტი იმ კუთხით და მოლოდინი გაეჩინათ, რომ ძალიან მალე რაღაც მოხდება მნიშვნელოვანი, შეჩერდება კანონის მოქმედება და ამით გარკვეულწილად შეენარჩუნებინათ საპროტესტო მუხტი“, - განაცხადა სალიამ.