პაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია

პაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია

იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია და დესტაბილიზაცია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ.

„არ არის გამორიცხული, რომ მოცემულ შემთხვევაშიც და, დიდი ალბათობით ასე იქნება, იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია ეს საპროტესტო მუხტი, რაც თავიდან პირველ დღეებში ჰქონდა ამ აქციებს, დღეს კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანების დატრენინგების, ახალი რაღაც მიგნებების გაზიარების, როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში კვლავ ესკალაცია და დესტაბილიზაცია“, - განაცხადა სალიამ.

ბათუმში ევროპის საბჭოს ორგანიზებული შეხვედრა შედგა. შეხვედრის მონაწილეები მესამე სექტორის წარმომადგენლები არიან. ტრენინგი ბათუმში რამდენიმე დღე გაგრძელდება. კანვასის და აკერმანის ე.წ. სწავლების გამოცდილებით - მმართველი გუნდი მარცხს უწინასწარმეტყველებს ყველა მსგავს სცენარს, რომლის არსი, როგორც აღმოჩნდება ხოლმე, გაცხადებულ ამოცანას სრულად სცილდება და რადიკალების წისქვილზე ასხამს წყალს.